საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერ მა პეიჰუასთან, საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის პრეზიდენტთან, შანხაის პროვინციისა და მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის ლიდერებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ირინე ფრუიძე, ირაკლი ბერაია და ირაკლი შიოლაშვილი.

„ჩვენი ვიზიტის მიზანია, ორმხრივი ურთიერთობების საპარლამენტო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარება, რაც ბოლო დროს განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება სწორედ ამაზე მეტყველებს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საპარლამენტო შეხვედრები პეკინში, ქსიანსა და შანხაიში ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო