ადვოკატი - სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართზე პროკურატურისგან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან არანაირი უწყება არ მოსულა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის დაკითხვაზე მივიდეს და უფლებამოსილ ორგანოებს ჩვენება მისცეს, თუმცა გენერალურ პროკურატურას უწყება ჯერ არ გაუგზავნია.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„დღევანდელი დღის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართზე არანაირი უწყება არ მოსულა. შესაბამისად, პროკურატურისგან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან არანაირი უწყება არ მიგვიღია“, - განაცხადა ადვოკატმა.

რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, რომ გამოძახების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდება.

„ჩვენ არ ვარღვევთ პროცესუალურ კანონმდებლობას. თუმცა, პროკურატურას არ აქვს საფუძველი საგამოძიებო ქმედებები განახორციელოს“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა