სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

სადავო მუხლები აწესებს სასჯელს დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემის (3781), აგრეთვე აკრძალული საგნის შეძენის, შენახვის, ტარების, მოხმარების ან/და ამ საგნით სარგებლობისთვის (3782). აღსანიშნავია, რომ აკრძალული ნივთების სია დადგენილია მინისტრის ბრძანებით.

„ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი ნორმა უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, ხოლო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამომდინარეობდეს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაციის მქონე აქტიდან - კანონიდან და არა კონკრეტული მინისტრების მიერ გამოცემული ბრძანებებიდან, რომლებიც ნებისმიერ დროს მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისთვის აკრძალული ნივთების ფლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა გამომდინარეობდეს მინისტრის ბრძანებიდან“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავდროულად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობა (მაგ. ბანქო, შაქარი, საფუარი) არ შეიძლება იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას. ეს სასჯელი მკვეთრად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, სასჯელის არაპროპორცულობის გამო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა