ზურაბ ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილს - როცა ამბობთ, რომ ფასები არ გაზრდილა, ჟურნალისტებთან იტყუებით თუ სტატისტიკის მონაცემები არ გაქვთ ნანახი?

როცა ამბობთ, რომ ფასები არ გაზრდილა და ინფლაცია არის სამიზნე მაჩვენებელში, ჟურნალისტებთან იტყუებით თუ სტატისტიკის მონაცემები არ გაქვთ ნანახი? - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„თქვენ არც ერთხელ არ ახსენეთ ფასების ზრდა, როგორც გამოწვევა. ეს იმდენად მტკივნეულია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მე ჩავთვალე, თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრი თავს არიდებთ ამ ყველაზე მტკივნეულ საკითხს. როდესაც თქვენ გიგა ბოკერიას უპასუხეთ, რომ ფასები არ გაზრდილა და ინფლაცია არის სამიზნე მაჩვენებელში, მე უბრალოდ დავეჭვდი - ჟურნალისტებთან იტყუებით თუ სტატისტიკის მონაცემები არ გაქვთ ნანახი? 6,9% არის ინფლაცია ნოემბერში. ზოგ შემთხვევაში დეფლაციაც არის შეიძლება ტანსაცმელზე ან ტექნიკაზე, მაგრამ სასურსათო კალათაზე ფასები გაზრდილია. ეს პირდაპირი შედეგია მათ შორის აქციზის ზრდის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამომხმარებლო კალათის გარკვეულ პუნქტებში ინფლაციური მაჩვენებელი გაზრდილია.

„გეთანხმებით, რომ სამომხმარებლო კალათის გარკვეულ პუნქტებში ინფლაციური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მთლიანობაში ინფლაცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე 6%-ის ფარგლებში იქნება. დამერწმუნთ, ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა მოგების გადასახადის რეფორმა, დღეს ეკონომიკურად გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაში ვიქნებოდით. აქციზი იმიტომ შემოვიღეთ, რომ 140 მილიონზე მეტი რესურსი ოპტიმიზაციიდან ვერ ვნახეთ. მეტი რესურსის ნახვა იქნებოდა მაქსობრივად დათხოვნა ადამიანების სამსახურიდან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა