„ბიბლუსი გალერეაში“ ელის დოჯსონის რომანის "რაფლეზიას" წარდგენა გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“ ელის დოჯსონის რომანის "რაფლეზიას" წარდგენა გაიმართება. რომანი დიდი ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის", გამარჯვებული და ჟიურის წევრების ფავორიტი გახდა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე შეჯამდება და დაიხურება ლიტერატურული კონკურსი.

წიგნს თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი დათო ტურაშვილი წარადგენს . კონკურსის ჟიურის წევრები და ლიტერატორები ლევან ბერძენიშვილი, რამაზ ჭილაია, ივანე ამირხანაშვილი, PR სპეციალისტი მარიკა დარჩია წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე რუსუდან ფეტვიაშვილმა იმუშავა.

ღონისძიება ხუთშაბათს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის 7) გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო