ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 1600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გარნი (GARNI) აღმოაჩინეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ტვირთი სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ვ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში, მძღოლის სავარძლის ქვეშ იყო დამალული.

უწყების განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს