დავით ბაქრაძე - მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და არაფრის გამოსწორება საჭირო არ არის, ჩვენს მხარდაჭერას ვერ მიიღებს

მთავრობა, რომელიც დღეს სრული სერიოზულობით გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და არაფრის გამოსწორება არ არის საჭირო, ჩვენს მხარდაჭერას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობა აცდენილია იმ რთულ რეალობას, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს.

„დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობა, რომელიც მთლიანად დაკავებულია თვითკმაყოფილებით. ეს არის მთავრობა, რომელმაც ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა, მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ გაზის, ელექტროენერგიის გაძვირება, ფასების ზრდა, პენსიის არ გაზრდა - ეს არაფერს ნიშნავს და მოსახლეობას, ვისაც ეს აწუხებს, არანაირი დახმარება არ სჭირდება, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ჩვენ ამ მთავრობას მხარს ვერ დავუჭერთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრს და მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში წარდგენილ მინისტრებს საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა