ხათუნა გოგორიშვილი მამუკა ბახტაძეს - დეკლარაციის მიხედვით, თქვენ ანგარიშზე დოლარში გაქვთ თანხა, დაპირება შეასრულეთ და ის ქველმოქმედებას მოახმარეთ

"ევროპული საქართველოს" წევრის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს ანგარიშზე დოლარში აქვს თანხა, ამიტომ მან დაპირება უნდა შეასრულოს და რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხოს.

გოგორიშვილმა ბახტაძეს მის მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მის ანგარიშზე უცხოურ ვალუტაში აღმოჩნდებოდა თანხა, მზად იყო დაეხარჯა.

გოგორიშვილმა თანხის ზუსტი ოდენობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ბახტაძის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მას დოლარში თანხა აქვს.

"დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თქვენ ანგარიშზე გაქვთ თანხა დოლარში. ახლა შეასრულეთ დაპირება და რომელიმე ბავშვთა და მოხუცთა ორგანიზაციას დაეხმარეთ", - მიმართა ბახტაძეს გოგორიშვილმა.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ანგარიშზე დოლარში თანხა არ აქვს და ეს კორპორატიული ანგარიშია.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს