გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე - ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა

ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, არ უნდა მომხდარიყო, ასეთი რამ, რაც მოხდა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეკითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, რომელმაც აფგან მუხთარლის ჩვენებიდან ამონარიდი წაიკითხა.

„ეს საკითხი გამოძიების პროცესშია, რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ. ძალიან მძიმე საკითხია, გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო, ასეთი რამ, რაც მოხდა. თუმცა სიმართლე საბოლოოდ ჯერ არ გარკვეულა, თუმცა, თავისთავად ფაქტი არის ძალიან დიდი ჩავარდნა, კიდევ ერთხელ ვამბობ. მგონი, რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა, როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათი ბრალეულობა არ არის ჯერჯერობით დადასტურებული, მაგრამ მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე. გამოძიება წინ არის, ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით აზერბაიჯანის სამართალდამცველ უწყებებს, რომ გაცვლილ იქნას მაქსიმალურად ინფორმაცია. ჯერჯერობით რა შედეგი დაიდება გამოძიების შედეგად, არავინ შეიძლება იწინასწარმეტყველოს და ჩემთვის მოცემულობად ვერ აღიქმება, ბატონი მუხთარლის მიერ მიცემული ჩვენება. ამიტომ, მე არ მაქვს უფლება ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. მოგახსენეთ, რომ საკმაოდ პრობლემური საკითხია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა