გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ექსპერტები, რომლებმაც 2016 წლის ოქტომბერში თბილისში, ვეკუას ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. ასევე, დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვადასხვა საგნები გამოიკვლიეს.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განუცხადა, პროცესზე დაიკითხა ბიოლოგი ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებზე ბრალდებულის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა.

„სხდომაზე დაკითხული ბიოლოგი ექსპერტის ჩვენებით და მის მიერ გაცემული დასკვნით დასტურდება, რომ ძებნილი ბრალდებულის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვადასხვა საგანზე. შესაბამისად, ამით დასტურდება ამ პირის ბრალეულობა“, - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, პროცესის დასრულების შემდეგ მან ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისში, ვეკუას ქუჩაზე 2016 წლის ოქტომბერში აფეთქდა. ამ საქმეზე ბრალდებულია დარჩო ხეჩუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა