დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანებით, 80 საშტატო ერთეულით ნაკლები დასჭირდება სამინისტროს მართვას

ადამიანებმა 2016 წლის ხელფასთან შედარებით, 2017 წელს ნაკლები ხელფასი აიღეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ქუმსიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, პრაქტიკულად ყველა სამინისტროში სახელფასო ანაზღაურება შემცირებულია.

„კონკრეტულად რომ ავიღოთ, ფინანსთა სამინისტროში თითქმის 15%-ით არის შემცირებული აპარატი და შესაბამისად, სხვანაირად ეს 100 მილიონი ვერ დაგენერირდებოდა. ადამიანებს რამდენიც ჰქონდათ ხელფასი 2016 წელს, იმაზე ნაკლები ხელფასი აიღეს 2017 წელს. ეს არის ეკონომია და ძალიან მნიშვნელოვანია. 2018 წელს ასევე გვექნება ოპტიმიზაციები. ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანებით 80 საშტატო ერთეულით ნაკლები დაჭირდება სამინისტროს მართვას. თანხაში რომ გადავიყვანოთ და მარტივად ვიანგარიშოთ 1000 ლარზე საშუალო ხელფასი დასაქმებულზე, გადავამრავლოთ 12-ზე იქნება 960 000 ლარი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, გოგორიშვილმა პარლამენტში აღნიშნა, რომ 15 სამინისტრიოდან მიღებული ინფორმაციით, 71 თანამდებობის პირზე 1 წლის განმავლობაში 5 101 776 ლარი გაიცემა. აქედან 50% სარგოა, 45% დანამატი, ხოლო 5% პრემია.

„მე ვერანაირ თეორიულ შანსსაც ვერ ვხედავ, რომ მომავალ წელს რამე შეიცვალოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა