თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბნის მოსახლეობას რაიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები მოსახლეობას დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტს აცნობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დღეს ზღვისუბნის მცხოვრებლებს შეხვდა და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომლებიც თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტშია ასახული.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, მოსახლეობამ ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო განსახორციელებელ პროექტებზე, რომლებიც 2018 წლის ბიუჯეტში ნაძალადევის რაიონისთვის არის გათვალისწინებული.

თამარ ტალიაშვილმა შეხვედრისას განმარტა, რომ 2018 წელის ბიუჯეტით ზღვისუბნის დასახლებაში დაგეგმილია სამი ძირითადი ქუჩის მოვლა-შეკეთება, 26 ლოკაციაზე კი განხორციელდება ბილიკების, ეზოების, კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ღირებულება ჯამში 629 344 ლარს შეადგენს. ასევე 16 200 ლარი მოხმარდება კეთილმოწყობის ღონისძიებებს, რომლებიც სატრანსპორტო კვანძზე ჩამოსასვლელად სამი კიბის მოწყობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

დეპუტატის განცხადებით, თემქაზე განახლდება ერთი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს სპორტულ მოედანს. მოეწყობა ახალი საბავშვო ატრაქციონები და მოწესრიგდება საკანალიზაციო ქსელი.

თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და თბილისის ბიუჯეტით რაიონისთვის გათვალისწინებული პროექტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს