ევროკომისიის ანგარიში - დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან ერთ-ერთია, რომლებიც ჩართულნი არიან მძიმე დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან, ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ჯგუფებს შეადგენენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული დანაშაულებრივი ჯგუფები ძირითადად ჩართულნი არიან საკუთრებასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულში (კერძოდ, სახლების ორგანიზებული ძარცვა და ქურდობა) და განსაკუთრებით აქტიურობენ საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.

"ეს დანაშაულებრივი ჯგუფები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ევროკავშირს, რადგან მათი ქმედებები ხშირად განიხილება როგორც დაბალი ინტენსივობის დანაშაული, მათი კონტროლი კრიმინალურ ბაზარზე თანმიმდევრულად იზრდება და ისინი თანამშრომლობენ სხვა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. საქართველო რჩება სატრანზიტო ქვეყნად სხვადასხვა სახის უკანონო საქონლის გადასაზიდად ევროკავშირში, განსაკუთრებით ნარკოტიკისა. საქართველო მზარდად გამოიყენება უკანონო შემოსავლების გასათეთრებლად, რომელთაც სხვადასხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები გამოიმუშავებენ ევროკავშირში და ევროკავშირს მიღმა და თანდათანობით წარმოჩინდა როგორც გათეთრებული დანაშაულებრივი შემოსავლების სატრანზიტო ქვეყანა",- ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში, რომელიც ქართულ მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გააცნო, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ გამოავლინა სერიოზული მზადყოფნა, აღკვეთოს და ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა