მიხეილ ჯანელიძე - ქართული დიპლომატია აქტიურად ახდენს საზღვარგარეთ საქართველოს მდიდარი კულტურის პოპულარიზაციას

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული დიპლომატია აქტიურად ახდენს საზღვარგარეთ საქართველოს მდიდარი კულტურის პოპულარიზაციას.

მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის წევრებთან კულტურული დიპლომატიის მიმართულებით მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

„მსოფლიოს წინაშე, საქართველოს, უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის, მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, წარმატებულ და რეფორმატორ თანამედროვე ქვეყნად წარმოჩენა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ამ მიმართულებით 2017 წელს მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა.

მინისტრის მიერ აღინიშნა 50-ზე მეტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი; საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი მასშტაბური ღონისძიებები; ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გაიმართა გამოფენა - „საქართველო-ღვინის აკვანი“; ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოაბრძანეს; გაფორმდა საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება; შემუშავდა კულტურული დიპლომატიის სტრატეგია და სხვა.

მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს ასევე გააცნო უახლოეს წლებში დაგეგმილი ღონისძიებები და მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მონაწილეობა, 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავის აღნიშვნა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავის აღნიშვნამ მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ რაც UNESCO-ს გადაწყვეტილებით, იუბილე შევიდა იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომლებიც აღინიშნება ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო