24 დეკემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

24 დეკემბერს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

„პირველ ეტაპზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე იმუშავებენ მიწის ზედაპირის დამუშავებაზე, სადრენაჟო არხის გამართვასა და სამშენებლო ტერიტორიიდან ნარჩენების გატანაზე“, - აღნიშნეს კონსორციუმში.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შესაბამისი ნებართვები მიმდინარე წელს გასცეს.

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო