გიორგი გაჩეჩილაძე - გიორგი კვირიკაშვილმა არ მომისმინა არც მაშინ და არც დღეს კადრულობს მოსმენას, როგორ შეისწავლა საქმე, თუ მეორე მხარეს არ მოუსმინა?

მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს სახელმწიფოს უმაღლესი პირი, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ე.წ. ტენდერების საკითხზე არსებულ უთანხმოებას ეხებოდა.

მისი განცხადებით, წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრი გაცნობოდა საქმის დეტალებს ისე, რომ არ მოესმინა ორივე მხარისთვის. გიორგი გაჩეჩილაძე ასევე მოუწოდებს სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ წინასწარი განცხადებებისგან, ვინაიდან, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩიხში შედის. გაჩეჩილაძის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში, თუკი ის მართალი არ იქნებოდა, საჯარო განცხადებებს არ გააკეთებდა.

გიორგი გაჩეჩილაძე დღეს საფრანგეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესს სამარცხვინო უწოდა.

”სასაცილოა ეს ყველაფერი. ამ საქმეში საელჩოები ჩაერთნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თაღლითის იარლიყი მიაწებონ გიორგი შარაშიძეს, რაც სამარცხვინოა. დაფიქრდით, თუ საერთოდ გაქვთ სირცხვილის გრძნობა, რადგან რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამთ, მით უფრო ჩიხში შედიხართ. აღნიშნული საქმე რომ არ იყოს ჩვენი მხრიდან ათასპროცენტით მართალი, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამდით, მაგრამ ის, რომ 28 წლის ადამიანს ფეხებით შედგეთ, იჯიჯგნაოთ, რათა მას თაღლითის იარლიყი მიაწებოთ, ამის უფლებას არ მოგცემთ. პრემიერი წინასწარ არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებას. პრემიერმა არ მომისმინა არც მაშინ და არც დღეს კადრულობს მოსმენას. როგორ შეისწავლა საქმე, თუ მეორე მხარეს არ მოუსმინა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უფრო მეტჯერ გააკეთებენ ასეთ განცხადებას, მით უფრო შევლენ ჩიხში. როგორ დარწმუნდა პრემიერი, თუ ჩვენ არ მოგვისმინა. შესაძლოა, იმ დოკუმენტებში რაღაც დააკლეს და ისე მიაწოდეს. ძალიან დიდი კორუფციული ლაბირინთია და არ შეიძლებოდა ამ საქმის ასე მარტივად შესწავლა. ამ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს სახელმწიფოს უმაღლესი პირი, სანამ არ დამთავრდება სამუშაოები. ხშირად თვითონ იძახიან, დაველოდოთ გამოძიებასო და ახლა მე მაყვირებენ, რომ გამოძიებას დაველოდოთ”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, გავლენას არ იქონიებს არც კონკურენციის სააგენტოს, და არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო