მიხეილ ჯანელიძე გიგა ბოკერიას - თითებით ელაპარაკეთ იმას, ვისთანაც ეს შეგიძლიათ

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ, გიგა ბოკერიასა და მიხეილ ჯანელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიგა ბოკერიას საუბრის მანერები დაუწუნა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი მოჰყვა. კერძოდ, მიხეილ ჯანელიძემ გიგა ბოკერიას საუბარი რამდენჯერმე რეპლიკებით გააწყვეტინა, რის გამოც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას საუბრის დასრულება მოსთხოვა და თითით მიუთითა, რომ ის არა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, არამედ პრემიერ-მინისტრს ესაუბრებოდა.

„თითებით ნუ მელაპარაკებით. თითებით ელაპარაკეთ იმას, ვისთანაც ეს შეგიძლიათ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ამის საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანელიძეს პოლიტიკური წარსული შეახსენა.

„თქვენობით გელაპარაკებით. ხომ გითხარით, სტკივა ამ ადამიანს თავისი პოლიტიკური წარსული“, - აღნიშნა ბოკერიამ, რაცას საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე რეპლიკით უპასუხა.

„მე ამაყი ვარ ყველა ნაბიჯით, ჩემი თითოეული ნაბიჯით მთავრობაში“, - დასძინა ჯანელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს