ე.წ. ციანიდის საქმეს სახალხო დამცველის ანგარიში და "სასამართლოს მეგობრის" დასკვნა დაერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის ანგარიში, ასევე "სასამართლოს მეგობრის" დასკვნა საქმეს დაერთვება.

დაცვის მხარე ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის ანგარიშის მტკიცებულებად დართვას და "სასამართლოს მეგობრის", ნონა თოდუას სასამართლოზე გამოკითხვას ითხოვდა.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, დაცვის მხარეს საშუალება აქვს სახალხო დამცველის ანგარიშიც და "სასამართლოს მეგობრის" დასკვნაც, როგორც შესავალ, ასევე, დასკვნით სიტყვებში გამოიყენოს.

"ერთი შუამდგომლობა ეხებოდა სახალხო დამცველის ანგარიშის საქმისთვის როგორც მტკიცებულების დართვას. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ, უნდა ითქვას, რომ დააკმაყოფილა იმ ნაწლიში, რომ საქმეს დაურთო. როგორც მტკიცებულება არ დაურთო, მაგრამ დაურთო, როგორც დოკუმენტი, რომელიც ობიექტური პირის მნიშვნელოვან სამართლებრივ შეფასებას შეიცავს.

მეორე შუამდგომლობა ეხებოდა "სასამართლოს მეგობრის" სამართლის დოქტორის, ნონა თოდუას სასამართლოში ზეპირი განმარტების მისაცემად გამოძახებას. აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ნონა თოდუას მოსაზრება სასამართლომ დაურთო საქმეს, რომელშიც დეტალურადაა საუბარი პროცესუალურ და მატერიალურ სამართლებრივ საკითებზე", - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

დღესვე, სასამართლომ მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში დაასაბუთა, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ანგარების მოტივით ამზადებდა.

ბრალდების მხარის შემდეგ სასამართლომ დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინა, სადაც ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რიმელიც გიორგი მამალაძის ბრალს ამტკიცებს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 2018 წლის 17 იანვარს ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს