ზუგდიდში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ სპეციალურ საჩუქრებს ვერ მიიღებენ. ა(ა)იპ თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა, არ შედგა. ცენტრის დირექტორი ცისანა თოლორაიას თქმით, ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს ყოველდღიური ულუფის წილიდან დაურიგებენ.

"ჩაშლის მიზეზი არის ის, რომ არც ერთი კომპანია არ შემოვიდა. სამწუხაროდ, ვერ ვასწრებთ ახალი ტენდერის გამოცხადებას. ჩვენ გვაქვს კვების პროდუქტები, ორცხობილები, კანფეტები, რომელსაც დავარიგებთ და შიდა აქტივობას ჩავატარებთ", - აღნიშნა ცისანა თოლორაიამ.

ა(ა)იპ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 354.00 ლარს შეადგენდა.

ბაღებში დასარიგებელ სასაჩუქრე პაკეტებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე მერის ლაშა გოგიას მისვლას და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხის გაცემას ითხოვს.

„გოგიამ მოახერხა, რომ არჩევიდან პირველივე წელს, ზუგდიდის სოფლების ბაღებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრები არ დაურიგდებათ და ამისთვის ფულის შეგროვება მშობლებს უწევთ“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავა ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე შეიტყო.

„სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ჰქონდათ გარვეული ფინანსური დეფიციტი, მათ დასვეს ეს საკითხი, თანხა მოვიძიეთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ საკრებულო დათანხმდება მათთვის სუბსიდირების გაზრდას. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საახალწლო ღონისძიება ღირსეულად ჩაატარონ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა