ქეთევან ჯოხაძემ მუხიანის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე მუხიანის მე-2 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა და მომდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

დეპუტატის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც აღნიშნული დასახლების მოსახლეობას წლების მანძილზე აწუხებს. კერძოდ, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, აღნიშნულ დასახლებაში იგეგმება კოლექტორისა და საკანალიზაციო ქსელის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პროექტის საერთო ღირებულება 970 000 ლარს შეადგენს. ასევე მუხიანის ტერიტორიაზე მომდევნო წლის განმავლობაში იგეგმება ახალი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა და გამწვანების ღონისძიებები, არსებული სკვერებისა და სტადიონების რეკონსტრუქცია, მათ შორის აღსანიშნავია სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლის მარატ ნოზაძის სახელობის სკვერი.

ქეთევან ჯოხაძის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით, მომდევნო წლის ბიუჯეტით, მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობაც იგეგმება.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაამტკიცა. ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორის აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური და სპორტული პროექტები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს