გიორგი კვირიკაშვილი - ალექსანდრე ჯეჯელავა ძალიან ღირსეული მინისტრი იყო

ალექსანდრე ჯეჯელავა არავითარი დევალვაციის შედეგად არ წასულა, ის ძალიან ღირსეული მინისტრი იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების 99% არ შესრულდა, გიორგი კვირიკაშვილმა არ გაიზიარა და დასძინა, რომ ეს მათი სუბიექტური მოსაზრებაა. ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არავითარი დევალვაციის შედეგად არ წასულა და ძალიან ღირსეული მინისტრი იყო.

კვირიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავამ თვითონ გადაწყვიტა, რომ დაუბრუნდეს იმ საქმიანობას, რასაც მინისტრობამდე აკეთებდა. მისივე თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში არაერთი ძალიან საჭირო ნაბიჯი გადაიდგა.

„რაც შეეხება ახალ შემადგენლობას, რატომ გადავიყვანეთ დიმიტრი ქუმსიშვილი. ის არავის მოუხსნია. დიმიტრი ქუმსიშვილი ერთი მარტივი მიზეზის გამო გადადის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, რომ იქ სამინისტროების გაერთიანება მოხდა და ფრონტი გაცილებით გაიზარდა. ეს არის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ერთობლიობაში და იქ საჭირო გახდა ისეთი ადამიანის მისვლა, როგორიცაა დიმიტრი, რომელმაც სხვათა შორის, ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ძალიან კარგად გაართვა თავი იმას, რომ ჩვენ სავალუტო ფონდთან განვაახლეთ ძალიან საჭირო ურთიერთობა, დეფიცი შემცირებულია 3%-მდე და ფისკალური მაჩვენებლები აბსოლუტურად მისაღებია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს