გიორგი კვირიკაშვილი - რკინიგზის მოგება ვალდებულებების გაზრდამ შეამცირა, რისი მიზეზიც ბუღალტრული იყო

რკინიგზის მოგება ვალდებულებების გაზრდამ შეამცირა, გაზრდის მიზეზი კი ბუღალტრული იყო, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის კითხვის პასუხად განაცხდა.

მისი თქმით, მოგების შემცირებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია. „მამუკა ბახტაძე საკმაოდ აქტიური იყო რკინიგზის ხელმძღვანელობის დროსაც. მე ვერ გავიზიარებ თქვენს შეფასებებს. რკინიგზის მაჩვენებელი არ არის მენეჯმენტის პირდაპირი გამოხატულება. რკინიგზის მაჩვენებელში აისახება ძალიან ბევრი რეგიონული და მათ შორის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს. ძალიან გაიზარდა კონკურენცია გადაზიდვებთან დაკავშირებით. ბევრმა კომპონენტმა მოახდინა გავლენა, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, მოგების შემცირება, გამოიწვია ვალდებულებების გაზრდამ და ამ გაზრდის მიზეზი ბუღალტრული იყო. ვალდებულებები, რაც რკინიგზას გააჩნია, თავის საბუღალტრო აღრიცხვაში, ლარის დევალვაციის გამო ღირებულებაში გაიზარდა და ამან გამოიწვია მოგების შემცირება. ეს არის ძალიან მარტივი მიზეზი და ვინც ამ საქმეში ჩახედულია, ის დაინახავს ამ მიზეზს. ამასთანავე, იყო რეგიონული გამოწვევებიც, იყო მილსადენებით გადაზიდული ნავთობის ზრდა და ა.შ. რაც შეეხება რეიტინგებს, ვფიქრობ, ჩვენი ფონდების მაჩვენებელი დღეს არის აბსოლუტურად ევროპულ დონეზე და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას, აქვს იგივე შემოსავლიანობის მაჩვენებლი, რაც რისკების დონეზე მიუთითებს და ეს ნეგატიურად ვერ შეფასდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ რკინიგზის შემოსავლები წლიდან წლამდე იკლებს. გოცირიძის ინფორმაციით, 2017 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 11%-ით არის შემცირებული 2016 წელთან შედარებით. მისივე თქმით, რკინიგზის გადაზიდვებში სერიოზული კლებაა მარცვლეულის, შაქრის და რკინის მადნის გადაზიდვისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო