პრემიერი ოპოზიციას - ის, რომ მთავრობა წავა და ლარი გაყვება, ხატოვანი ნათქვამია - ეს ასე არ მოხდება

რაც შეეხება ლარის საკითხს, მთავრობა არის აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც ქვეყანაში ხდება და არავინ ერთი წამით არ გაურბის ამ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველი დევალვაციის ტალღა წამოვიდა, როდესაც 2014 წლიდან მოყოლებული სერიოზული რეგიონული პრობლემები შეიქმნა - უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებასთან დაკავშირებით, სირიის კრიზისი, რომელმაც ჩვენზე საგარეო შოკის სახით იქონია ზეგავლენა. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა ამ საგარეო შოკის მიმართ და ჩვენ ღირსეულად გადავლახეთ ეს შოკი. შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითაც და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვითაც, ჩვენმა ქვეყანამ პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ დაძლია პოსტ 2014 წლის მოვლენების ზეგავლენა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მცურავი სავალუტო კურსი არის ის განუხრელი ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მისდევს.

„დღეს რატომ არის ლარი ცოტა უფრო გამყარებული, მე ამის მიზეზის თქმა გამიჭირდება. ბაზარზე ძალიან ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. როგორც თქვენ ახსენეთ, რომ მთავრობა წავა და ლარი გაყვება, არ ვიცი, ეს ხატოვანი ნათქვამია, ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა