გია გაჩეჩილაძის სიძე ე.წ. ტენდერების საქმეში პოლიტიკურ სპეკულაციებს ხედავს

გია გაჩეჩილაძის სიძე, ბიზნესმენი გიორგი შარაშიძე ე.წ. ტენდერების საქმეში პოლიტიკურ სპეკულაციებს ხედავს, - აღნიშნულის შესახებ შარაშიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს, თავი შეიკაონ საქმის შეფასებისგან მანამ, სანამ კონკურენციის სააგენტო და სასამართლო საქმეს სრულფასოვნად არ შეისწავლიან და შესაბამისი გადაწყვეტილება არ გამოცხადდება. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ უკვე გაკეთებული განცხადებები გავლენას არ იქონიებს საქმის წარმოებაზე და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქმე მაქსიმალურად იყოს გამჭვირვალე და მედიისთვის ღია.

”პირველივე დღიდან პრემიერ-მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით ფსონი იმხელა იყო, რომ ალბათ აქვს ადგილი პოლიტიკურ სპეკულაციას. იმედი და დიდი სურვილი მაქვს, რომ გაკეთებული განცხადებები არ იქონიებს გავლენას კონკურენციის სააგენტოზე ან სასამართლოზე. ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და მოხდება მისი მაქსიმალურად გაშუქება”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა