პრემიერი - უსაფრთხოების სისტემის შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-ს სპეციალური ჯგუფი ჩამოვა

უსაფრთხოების სისტემის შეფასების მიზნით საქართველოს აშშ-ს სპეციალური ჯგუფი ეწვევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მან თხოვნით მიმართა აშშ-ის მთავრობას, რათა გამოგზავნონ სპეციალური ჯგუფი, რომელიც უსაფრთხოების სისტემებს შეაფასებს. კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჯგუფი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებას უსაფრთხოების სისტემების ჩამოშლასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, ვერ გავიზიარებ თქვენს ბრალდებას, რომ უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია და ეს არ არის ჩვენი გამოწვევა. ჩვენი უსფართხოების სისტემის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. არავითარ შემთხვევაში არ არის გასაზიარებელი, რომ ეს არის ჩამოშლილი სისტემა. ვფიქრობ, ერთი თვის წინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ დაადასტურა, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან დიდი რისკის განეიტრალება. არასწორია ის, რომ უსაფრთხოების სისტემა არ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის. მე თხოვნით მივმართე აშშ-ს მთავრობას, რომ ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის შეფასებას მოახდენს და აქცენტები გაკეთდება, თუ რა მიმართულებით გვჭირდება ჩვენ გაძლიერება. ეს შეფასების ჯგუფი სულ უახლოეს მომავალში ჩამოვა, როგორც მე ამერიკის ელჩმა მითხრა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს