ნიკა მელია კვირიკაშვილს - მაინტერესებს, ხართ მუხთარლისთან დაკავშირებული დანაშაულის მონაწილე, თუ ჩამოშლილია სახელმწიფო უშიშროების სისტემა?

გულწრფელად მაინტერესებს, ასეთი მწვავე ვითარების დროს, რაც უკავშირდება აფგან მუხთარლის გატაცებას, როდესაც არ აკეთებთ განცხადებას, ხართ დანაშაულის მონაწილე, თუ ჩამოშლილია სახელმწიფო უშიშროების სისტემა? - ამ კითხვით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ ფრაქციის სხდომაზე მიმართა. მისი თქმით, ქვეყანაში მოხდა მართლაც მძიმე დანაშაული, რომელმაც ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უარყოფითი კუთხით მოაქცია.

”კრიტიკული წუთები ბევრი რომ ჰქონია ამ ქვეყანას, ნამდვილად არ შემედავებით. მოხდა მართლაც მძიმე დანაშაული ქვეყანაში, რომელმაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია ქვეყანა უარყოფითი კუთხით. შუაგულ ქალაქში მოხდა ჟურნალისტის გატაცება. ჩამოაფარეს თავზე ტომარა, გამოუცვალეს სამი სატრანსპორტო საშუალება და გაიტაცეს. ამის შემდეგ გამოდის თქვენი კოლეგა ბატონი გომელაური და აკეთებს განცხადებას, რომ ბატონი მუხთარლი იყო დაკავებული ე.წ. მწვანე საზღვარზე, როდესაც ცდილობდა უპასპორტოდ გადაეკვეთა საზღვარი. იღებთ პაუხისმგებლობას თუ არ იღებთ? ორი ვარიანტია - ვერც ერთი ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან თანხმობის გარეშე ან თუ გაბედა, მაშინ თქვენ არ იყავით საქმის კურსში, ან თქვენ შეუწყვეთ ხელი ამ მძიმე დანაშაულის ჩადენას და თვალი დაახუჭინეთ ყველას და ყველაფერს. დაიწყო გამოძიება და მოკვლევა და აღმოჩნდა, რომ იმ დროს, იმ წუთებში, 100 სათვალთვალო კამერა გამორთული იყო, რაღაც კამერები ჩართული იყო, მაგრამ ზუსტად ის პერიოდი იყო წაშლილი. აღმოჩნდა, რომ ლაგოდეხში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მაინც და მაინც იმ ღამეს იყო კამერები გამორთული. გულწრფელად მაინტერესებს, ასეთი მწვავე ვითარების დროს, როდესაც არ აკეთებთ განცხადებას, ხართ დანაშაულის მონაწილე, თუ ჩამოშლილია სახელმწიფო უშიშროების სისტემა?”, - განაცხადა მელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა