გიორგი კვირიკაშვილი - ყიზილაჯლოში წინასაარჩევნოდ მომხდარი ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან

მარნეულში, ყიზილაჯლოში წინასაარჩევნოდ მომხდარი ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, დეპუტატ აზერ სულეიმანოვის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სულეიმანოვმა პრემიერს განმარტება სთხოვა, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი სერიოზულად დაზარალდა.

სულეიმანოვი დაინტერესდა, რატომ არ არის საქმე გახსნილი. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება.

„მარნეულში ეს პირველი ინცინდენტი არ არის, მოვიდა 90-იანი წლები, ყოველდღე არის ყაჩაღობა ქურდობა, ძალადობა და არავინ პასუხა არ აგებს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ პროკურატურის გამოძიების ქვეშ არის ეს საკითხი. ეს ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ეს იყო კერძო ინცინდენტი. დასრულდება გამოძიება და უფრო მეტს გავიგებთ ამ საკითხე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისთან თავდასხმა მოხდა, რა დროსაც “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და რამდენიმე პირი დაიჭრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა