გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას - კრიმინოგენული ვითარება არის გამოწვევა, გეთანხმებით

კრიმინოგენული ვითარება არის გამოწვევა, გეთანხმებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე პარტიის ლიდერის ნიკა მელიას იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა.

„რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, არის მიმართულებები, სადაც არის გაუარესება კრიმინოგენული სტატისტიკის. ნამდვილად არის ეს გამოწვევა. საერთოდ როდესაც სახელმწიფოს აქვს შედარებით ჰუმანური მიდგომა, მოგეხსენებათ, რომ რეაქცია, რომელიც 2012 წლის მერე მოხდა - ამნისტიაც და ა.შ. იყო პირდაპირი გამოძახილი იმაზე, რაც მანამდე ხდებოდა. ეს იყო საზოგადოებრივიც და ბიოროკრატიის რეაქციაც იმაზე, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. რა ხდებოდა? - საოცარია, რომ თქვენ ამ კითხვას სვამთ. უბედურება ხდებოდა ამ ქვეყანაში და ყველამ იცის ეს არა მხოლოდ საქართველოში. კრიმინოგენული ვითარება არის გამოწვევა, გეთანხმებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა