შს სამინისტრო ქუთაისში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, სამი დაუდგენელი ნიღბიანი პირი ქუთაისში, სულხან საბას მე-5 ჩიხში, 1980 წელს დაბადებული თ. ა.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ. ერთ-ერთმა პირმა გადაჭრილი თოფიდან გასროლით ოჯახის ერთი წევრი - 2002 წელს დაბადებული ნ. მ. ფეხის არეში დაჭრა, რის გამოც იგი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ თვითმხილველები და თ. ა.-ს ოჯახის წევრები.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დადგინდა, რომ თავდამსხმელებს ფული ან ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს