გიორგი კვირიკაშვილი - თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია ნამდვილად იყო განეიტრალება გაცილებით უფრო დიდი საფრთხის

სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა თბილისში, ნამდვილად იყო განეიტრალება გაცილებით უფრო დიდი საფრთხის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რამდენადაც ცნობილია, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჩატაევის საკითხზე იმიტომ, რომ იქ არ იყო საკმარისი სამხილები იმისთვის, რომ პატიმრობა გაგრძელებულიყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ის საქართველოს ტერიტორიაზე, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს და აუცილებლად იქნება სახელმწიფოს რეაგირება ამის თაობაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ კრიმინოგენული ვითარება არის გაუარესებული და ქალაქის ცენტრში ხდება დაყაჩაღება, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასეთი ყოველთვის ხდებოდა და დღესაც ხდება.

„ყველა დანაშაული შუქდება და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, რომ აღარ იჩქმალება ასეთი ფაქტები, მაგრამ ძალისხმევა, რომ გასაძლიერებელია ამ მიმართულებით, ფაქტია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს