გიორგი კვირიკაშვილი ლავას ოღლის გათავისუფლებაზე - დარწმუნებული ვარ არც ერთი წესი არ იყო დარღვეული

ვინმე ლავას ოღლის გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში მიიღება იმ წესებითა და პროცედურებით, რაც დადგენილია სასამართლო ხელისუფლებისთვის, პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, დეპუტატ ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ არც ერთი წესი არ იყო დარღვეული. თქვენ ჩემი პასუხები არ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს. საზოგადოება დასკვნებს აკეთებს და ეს გამოხატულია ამ ფრაქციაში თქვენი წევრების რაოდენობით ამ დარბაზში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ქურდული გაგების ესთეტიზაცია და რომანტიზაციაა დაბრუნებული ამ ქვეყანაში. თქვენ გაათავისუფლეთ, ბატონო გიორგი, „კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი უაპელაციოდ - „კანონიერი ქურდი“ ერთი-ერთი მძიმე კრიმინალური ავტორიტეტი უბრალოდ გამოუშვით და გაუშვით სახლში. ეს ადამიანი გადავიდა სხვა ქვეყანაში. ეს ადამიანი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე 20 ნოემბერს და არ გამოცხადებულა და არც გამოცხადდება. ლავას ოღლი გაათავისუფლეთ, სამაგიეროდ სპეცრაზმელები და პოლიციის თანამშრომლები გყავთ დაპატიმრებული ციხეში. რატომ გაუშვით ლავას ოღლი საპატიმროდან, მაშინ, როდესაც კანონი ამას არ ითვალისწინებდა?“ - ჰკითხა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს