ნიკა მელია გიორგი კვირიკაშვილს - უხერხულია, როგორ ეხებით მანდატურებს მას შემდეგ, რაც სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ უუნარო

ბატონო გიორგი, უხერხულია როგორ ეხებით მანდატურებს მას შემდეგ, რაც სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ უუნარო, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო მოსმენის დროს. ნიკა მელიას თქმით, სამარცხვინოა, როდესაც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ნდობის გამოცხადებისთვის კანონმდებლებთან მიდის, რეალურად კი უკვე არჩეულია მისი შემცვლელი. მან პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს სამარცხვინო უწოდა. მელიას აღნიშნული განცხადების გამო, პოლიტიკოსები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ბატონო გიორგი, უხერხულია, როგორ ეხებით მანდატურებს მას შემდეგ, რაც სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ უუნარო. არც პროფესიონალი ხართ, არც კვალიფიკაცია გაქვთ.. ქვეყანა რა მდგომარეობაში ჩააგდეთ და კიდევ ბედავთ და ხმას იღებთ. მოხვედით აქ, პარლამენტარებისგან ნდობის მიღებას ითხოვთ და იმის კი არ გრცხვენიათ, რომ სხვა ადამიანი ივანიშვილს შერჩეული ყავს თქვენს შემცვლელად. ვითომ პრემიერ–მინისტრი ხართ, არც არაფერს გეკითხებოდნენ და არც შეგეკითხებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა