მამუკა მდინარაძე - ყველანი ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ემოცია

ყველანი ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ემოცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"ძალიან რთულია ემოციების გარეშე შეაფასო მსგავსი მოვლენები. ისინი აგრძელებენ ნერვების მოშლას არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ მეტი მოთმინებით შევხვდეთ. თუმცა ძალიან რთული მოსათმენია, როცა უზრდელობის და პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ფორმატი აშკარად იყო დარღვეული სპეციალურად პროვოკაციისთვის, რადგან სხდომას ფრაქციის მხოლოს ორი წევრი ესწრებოდა, როცა ყველა წევრი უნდა ყოფილიყო.

"კომპარტიის მავარი იერიშები არ უნდა განეხორციელებინათ. ყოვლად მიუღებელია მსგავსი პროვოკაციები და "ნაციონალური მოძრაობის“ ის სახე, რომელსაც აჩენდნენ, აჩენენ და ალბათ, მომავალშიც გამოაჩენენ. მე ინციდენტი არ მინახავს და კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია. არსებობს პოლიტიკური კულტურა და უნდა ისწავლონ მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაღი დაასვეს ამ ქვეყანას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს