ნინო ლაცაბიძემ ისნის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო

2018 წლის ბიუჯეტში ისნის რაიონისთვის სოციალური მიმართულებით 400 ათას ლარამდე მატებაა გათვალისწინებული, - აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა რაიონის მცხოვრებლებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დეტალურად გააცნო და აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.

მისივე თქმით, ისნის რაიონში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიც მთავარი და შიდა გზების, ასევე ეზოების, კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციას გულისხმობს.

ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტით რაიონში მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, განახლდება სკვერი და მოეწყობა სპორტული მოედნები.

მოსახლეობასთან შეხვედრას საკრებულოს წევრები და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა