გიორგი კვირიკაშვილი - რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია

რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მოკლე განცხადებას გავაკეთებ. იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლეს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს". "ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა