ყოფილ სასულიერო პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლში, გიორგი ჯახუას (სალხინოს მონასტრის ყოფილი მღვდელმსახური) სახლიდან ამოღებული ორი ძირი კანაფის საქმეზე ბოლო პროცესი გაიმართა.

ჯახუას თქმით, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და იგი 2 500 ლარს გადაიხდის. მისივე თქმით, საქმე ისე დასრულდა, რომ კანაფზე განმეორებითი ექსპერტიზა არ ჩატარდა.

გიორგი ჯახუას სახლიდან სამართალდამცავებმა ორი ძირი კანაფი 2017 წლის 19 იანვარს ამოიღეს. მაშინ ჯახუა საკუთარ სახლში მარიხუანას არსებობას ადასტურებდა, თუმცა, ამბობდა, რომ კანაფს მკურნალობის მიზნით იყენებდა.

გიორგი ჯახუა 2010 წლამდე სალხინოს მამათა მონასტერში მღვდელმსახურებას ასრულებდა. მისი თქმით, ბოლო წლებში აქტიურ სასულიერო საქმიანობას ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩამოშორდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა