უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 2013-2017 წლის შემადგენლობამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებისთვის მსგავსი ანგარიშის მომზადება. მათივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა, ანგარიშის მიხედვით, წარმოადგინეს პრეზენტაციები საბჭოს საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისა და ასევე გამოწვევების თაობაზე. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ევა გოცირიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის თაობაზე. თამარ ალანიამ ისაუბრა ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის შესახებ, ყოფილმა წევრებმა კახა სოფრომაძემ და შოთა გეწაძემ ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საკითხებზე გააკეთეს მოხსენება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ვახტანგ თორდიამ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა დამსწრე აუდიტორიას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა