გიორგი კვირიკაშვილი - ვერანაირად ვერ დავაბრალებ ალექსანდრე ჯეჯელავას იმას, რომ სისტემა დააქცია

ალექსანდრე ჯეჯელავას ზოგიერთ განცხადებას მეც არ ვეთანხმები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

კვირიკაშვილის თქმით, ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „რამე დააქცია განათლების სისტემაში“.

„რაც შეეხება განათლების სისტემას, სისასტიკე, რომელიც დღეს ჩანს მოზარდ თაობაში, არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნების შედეგი, თუმცა არც მე მომწონდა ის რეფორმები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა განათლების სისტემაში. ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი და ამიტომ შევცვალეთ. რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას, ვერანაირად ვერ დავაბრალებ მას იმას, რომ მან დააქცია სისტემა. პირიქით, ფუნდამენტურად თუ შევხედავთ მის მიერ გაკეთებულ საქმეს, 4-პუნქტიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ნაბიჯები განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით გადაიდგა მის პერიოდში. მის ზოგიერთ განცხადებას მეც არ ვეთანხმები და სხვათა შორის, ხშირად გვქონია საუბარი. ხანდახან ეს იწვევდა გამაღიზიანებელ რეაქციას, მაგრამ დამერწმუნეთ, როგორც ფორმდებოდა ეს განცხადებები, თუნდაც ცნობილი განცხადება მაიმუნების შესახებ, მან სულ სხვა რამე იგულისხმა და სწორედ ამიტომ, სჯობს გავითვალისწინოთ აღქმები, რომელიც ასეთ დროს იქმნება. მან ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა და არის ძალიან კარგი ადამიანი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო