გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკის გახსნილობა არის საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე და პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა ავითვისოთ მომავალში

საქართველოს ეკონომიკის გახსნილობა, არის საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე და პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა ავითვისოთ მომავალში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ისაუბრა. „ჩინეთთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებაში ჩადებულია სპეციალური მუხლები, რომ გარდამავალ პერიოდში, თუ იმპორტის უცაბედი ზრდის შედეგად შეექმნება საშიშროება ადგილობრივ პროფილურ წარმოებას, საქართველოს აქვს უფლება, რომ შემოიღოს სპეციალური დროებითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ზეგავლენა აღკვეთოს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ასევე მუშაობს ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოტანაზე პარლამენტში და ეს სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოხდება, „რომ ჩვენ გაგვაჩნდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ როდესაც საუბარია არაჯანსაღ კონკურენციაზე, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები“.

„ზოგადად, თუ მკითხავთ, საქართველოს ეკონომიკის გახსნილობა, არის საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე და პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა ავითვისოთ მომავალში. ამ პოტენციალიდანაა გამომდინარე ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საქართველოში დღეს ხორციელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა