თბილისში ნაძვის ხეების ფესტივალი ჩატარდება

თბილისში ნაძვის ხეების ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„მეიდან ჯგუფიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფესტივალი ტრადიციულ სახეს ატარებს და უკვე მეშვიდე წელია ძველ თბილისში ტარდება.

ფესტივალში მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე კომპანია და მცირე მეწარმე იღებს. ორგანიზატორების ცნობით, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ორიგინალური ნაძვის ხეები, საახალწლო აქსესუარები, ტკბილეული, პატარებისთვის იმოძრავებენ დისნეის გმირები, მოეწყობა საფოტოსესიო სივრცე, გაიმართება საახალწლო თემატიკის წიგნების ბაზრობა.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, რომელიც გაიყიდება ადგილზე.

ღონისძიებას კვირას დაასრულებს „კოკა კოლას“ ქარავანი, რომელიც გაჩერდება ფესტივალზე და მოაწყობს შოუს მოსული სტუმრებისთვის. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა