დავით სერგეენკო - ღირსება არის უზენაესი ღირებულება მთავრობის წევრებისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის

ღირსება არის უზენაესი ღირებულება მთავრობის წევრებისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის, - ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მომხდარი დაპირისპირება.

"ღირსება არის ხელშეუხებელი და რაღაც ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის თმენის ვალდებულებასაც. ცალსახად პროვოცირებული იყო. მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელია. რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს არავინ", - განაცხადა სერგეენკომ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს". "ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: ”"სამარცხვინო ადამიანები არიან და გულზე არიან გამსკდრები" - მინისტრთა კაბინეტის რეაქცია”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა