ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთში 55 წლის ლალი ხაჩირაშვილი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 55 წლის ლალი ხაჩირაშვილი დააკავეს. ხაჩირაშვილის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გამყოფი ხაზის მიჯნაზეა,შესაბამისად, ოჯახის წევრები მუდმივად ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე გადაადგილდებიან, თუმცა, სხვა დროს პრობლემები არ შექმნიათ.

დაკავებულის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ხაჩირაშვილის ახლობლებს დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნიათ. ვარაუდობენ, რომ დაკავებული ქალბატონი ცხინვალის იზოლატორში ჯერ არ გადაუყვანიათ და სოფელ ხურვალეთის მოსაზღვრედ მდებარე წინაგარის მილიციის შენობაში ჰყავთ.

დაკავებულის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ლალი ხაჩირაშვილი ხურვალეთში, მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს