გიორგი კვირიკაშვილი - ჩავებათ ახალ შეიარაღებულ კონფლიქტში?! ეს იქნება დამანგრეველი ათწლეულების განმავლობაში და ომის ეფექტიდან ვეღარ გამოვალთ

ჩავებათ ახალ შეიარაღებულ კონფლიქტში?! ეს იქნება დამანგრეველი ათწლეულების განმავლობაში და ომის ეფექტიდან ვეღარ გამოვალთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ის, რომ თქვენ ესაუბრეთ სამხედროებს და გითხრეს, რომ ზემოდან არ არის ბრძანება, მომიტევეთ, მაგრამ მე არ ვიცი, თქვენი აზრით, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ - ჩავებათ ახალ შეიარაღებულ კონფლიქტში?! ეს იქნება დამანგრეველი ათწლებულების განმავლობაში და ომის ეფექტიდან ვეღარ გამოვალთ. ჩვენ, სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო მექანიზმები ვამუშაოთ, არ გვაქვს ამ კუთხით რეაგირების საშუალება. ჩვენ გვაქვს ის ფორმატები, რა ფორმატებიც არსებობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან დიალოგს, მისი თქმით, ეს არის ურთულესი საკითხი. „ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობა, მიღებული სტერეოტიპების, შეხედულებების, მიდგომების ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის იოტისოდენა დარღვევაც კი, ლამის ქვეყნის ღალატად ირაცხება ამ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის მიერ, რომელთანაც შეხვედრის „სიამოვნება“ მქონდა დღეს. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ არ გვაქვს იგივე მიდგომა. ამაში დარწმუნდებით, როდესაც „ოკუპაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას შემოვიტანთ, რომელიც ახალი პაკეტით არის გათვალისწინებული, სავაჭრო მექანიზმების განახლების შესახებ. გეთანხმებით, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე არც ერთი ასეთი კონფლიქტი არ გადაწყვეტილა. ეს, ალბათ, იქნება თანდათანობითი პროცესი. ჩვენ გვინდა საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგებით დავიწყოთ, ვნახოთ, ეს როგორ წარიმართება. ჩვენი განწყობა არის ის, რომ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად და არავითარ შემთხვევაში არ ჩავიკეტოთ იმ ბორკილებში, რომელიც არის წარმოდგენილი ამ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელმაც ეს უმძიმესი პრობლემა მემკვიდრეობად დატოვა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს