გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას რუსეთთან ერთი ერთზე ურთიერთობის სამწუხარო და ნეგატიური ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.

„მოგეხსენებათ, რომ არაერთი მოლაპარაკება, მათ შორის, 90-იან წლებში, ბოლო პერიოდშიც ფუჭი აღმოჩნდა და სამწუხაროდ, არ შესრულდა ვალდებულებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ რომ არ აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციაში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფრის გასაჯაროება, ალბათ, რთული იქნება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა არსებული ჟენევის დისკუსების ფორმატის ფარგლებში პირველ რიგში, ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე და მე მზად ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია, განხორციელდეს გარკვეული ძვრები, თუმცა, რუსეთის ქმედებები დღეს ამის იმედს არ იძლევა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ ამ კონსტრუქციულ მიდგომას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა