კოტე იოსელიანი - კვირიკაშვილი ისეთ დღეში ჩავარდა, რომ იძახდა - „მე ბიჭო ჰალსტუხსა და პიჯაკში კი არ დავბადებულვარ, მოდით აქო

კვირიკაშვილი ისეთ დღეში ჩავარდა, რომ იძახდა - „მე ბიჭო ჰალსტუხში და ბიჯაკში კი არ დავბადებულვარ, მოდით აქო“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კოტე იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ქცევები ქვეყნის განვითარებისთვის დამაზიანებელია. იოსელიანის განცხადებით, კვირიკაშვილი არის ფიგურა, რომელიც რეალურად გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს და მხოლოდ სხვების დავალებებს ასრულებს.

„კვირიკაშვილი იქ ისეთ დღეში ჩავარდა, რომ იძახდა - „მე ბიჭო ჰალსტუხში და ბიჯაკში კი არ დავბადებულვარ, მოდით აქო“ და პრობლემა ისაა, რომ ასეთი დონის ადამიანს აბარია ჩვენი ქვეყნის ბედი. გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან არაცივილური, გამსჭვალულია კრიმინალური და ქურდული მენტალიტეტით. ამხელა კაცია და ვიღაცის მონაა. თუკი საქართველოში გინდა საქმის გაკეთება, კვირიკაშვილს კი არ უნდა ელაპარაკო, უნდა ელაპარაკო უჩა მამაცაშვილს, ბიძინა ივანიშვილს. კვირიკაშვილი ჩვეულებრივი არარაობაა, რომელიც შემოგვაჩეჩა ივანიშვილმა“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს