ირმა ინაშვილი გიორგი კვირიკაშვილს - თქვენი პრემიერობის პირობებში ხალხი საჭმელს ბუნკერში ეძებს, მაშინ, როცა მთავრობა ამტკიცებს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს

თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში რამდენიმე კაცმა საქართველოს პარლამენტი ერთი პარტიის პარლამენტად აქცია, - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მიმართა.

მისი თქმით, ეს ადამიანები პოლიტიკური ბიოგრაფიით გამორჩეული პირები არ არიან და არასდროს იდგნენ იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. ირმა ინაშვილმა ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და ვანო ზარდიაშვილი დაასახელა.

ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს ასევე მიმართა, რომ მისი პრემიერობის პირობებში გიგა ბოკერია, როგორც პოლიტიკოსი გაცოცხლდა და მისი პარტია მძლავრ პარტიად ჩამოყალიბდა. ”ნამდვილი ოპოზიცია, რომელიც კომპეტენტურ კითხვას სვამს - ვართ ჩვენ. მაგრამ თქვენ სტრატეგიულ მოკავშირედ ბოკერიებს ასახელებთ. ჩვენ სხვებისგან განსხვავებით უმადური ხალხი არ ვართ. ვხედავთ იმ კარგსაც, რაც გაკეთდა. მაგრამ დღის წესრიგიდან თქვენი მოხსნის მოთხოვნა არ მოგვიხსნია. ამას იმიტომ ვითხოვთ, რომ თქვენი პრემიერობის პირობებში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მიუღებელია. მართვის სადავეები ხელში აქვს რამდენიმე კაცს, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ოპოზიცია. არ არის ხედვა, მენეჯმენტი. არ არსებობს სახელმწიფოებრივად გააზრება, თუ რა არის ოპოზიცია. ეს ადამიანები არც პოლიტიკური ბიოგრაფიით არიან გამორჩეული და არასდროს იდგნენ იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. მათ ბიოგრაფიაში ასეთი ეპიზოდები არ არის”, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილს ირმა ინაშვილმა.

მან ყურადღება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზეც გაამახვილა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ მისი პრემიერობის პირობებში ხალხი საჭმელს ბუნკერში ეძებს, ღიად ამბობს, რომ შია, მაშინ, როცა მთავრობა ამტკიცებს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. ”თქვენ ვერ უზრუნველჰყოფთ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის და ვერ გაართვით ამას თავი”, - მიმართა კვირიკაშვილს ირმა ინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა