ნუკრი ქანთარია - დღეს მომხდარი ინციდენტი მთავრობის წევრობის კანდიდატთა ნდობის გამოცხადების პროცესზე გავლენას არ იქონიებს

ასეთი დაძაბული დღის შემდეგ, რაღაც გარკვეულ არსებას, საზიზღრობის ნარევ ჰიბრიდს, ჰქონდა ერთადერთი მიზანი, განეხორციელებინა პროვოკაცია და ეს მეტ-ნაკლებად გამოუვიდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, დღეს მომხდარი ინციდენტი მთავრობის წევრობის კანდიდატთა ნდობის გამოცხადების პროცესზე გავლენას არ იქონიებს. მისივე განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობაში ურყევი ნდობა აქვს გამოცხადებული.

„კვირიკაშვილი გამოიყვანეს წყობიდან და მოიქცა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ფიქრობს ღირსებაზეც. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება ნდობის გამოცხადების საკითხში ბარიერი. მე ნამდვილად არ მინდა ისეთი პრემიერ–მინისტრი, რომელიც ყველაფერს ჩაყლაპავს. შესაძლებელია სხვა ფორმით, მაგრამ როდესაც გესაუბრებიან იმ სიტყვებით, ძნელი აღმოჩნდა თავის შეკავება“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს