ირაკლი კობახიძე - ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას

ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობისსხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დღეს მომხდარ ინციდენტს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც დღეს განხორციელდა ჩვენი კოლეგების, პარლამენტის კონკრეტული წევრების, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან. ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ წინ ვერ წავწევთ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ არჩევნების წინ ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული დაპირებებით წარვდექით, მათ შორის, იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ - არჩვენების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ასევე ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, ვერ გამოავლინეს, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული ჩვენს უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ. კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერს და მთავრობის შემდგენლობას პარლამენტში მისვლისთვის მადლობა გადაუხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს