გიორგი კვირიკაშვილი - გარემოს დაცვა არა მხოლოდ დარჩება ჩვენს პრიორიტეტად, ამ მიმართულების წონა სულ უფრო და უფრო გაიზრდება

გარემოს დაცვა არა მხოლოდ დარჩება ჩვენს პრიორიტეტად, ამ მიმართულების წონა სულ უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი პოლიტიკური კალათის შემადგენლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობისკანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

„გარემოს დაცვის კუთხით მინდა გამოვეხმაურო ჩვენი პარლამენტის წევრების შეშფოთებებს, წუხილებს. მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაგიდასტროთ, რომ გარემოს დაცვა არა მხოლოდ დარჩება ჩვენს პრიორიტეტად, ამ მიმართულების წონა სულ უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი პოლიტიკური კალათის შემადგენლობაში. აქ არაფერ შუაშია სამინისტროების შერწყმა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს სიტყვები, რომ ლიტონი არ არის, თქვენ ამაში მომავალში კიდევ უფრო დარწმუნდებით. არც ერთი ფუნქციონალური მიმართულება არა მხოლოდ არ შეიკვეცება, არამედ გაძლიერდება და მომავალ წლებთან ერთად დაფინანსებაც ამ სამინისტროსი გაიზრდება გარემოს დაცვის კუთხით. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ყველას ვეუბნებით, ვინც ამ საკითხზე გამოთქვა შეშფოთება თუ წუხული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა