გიორგი კვირიკაშვილი - საშუალო განათლების მნიშვნელოვანი რეფორმა გვინდა განვახორციელოთ

საშუალო განათლების მნიშვნელოვანი რეფორმა გვინდა განვახორციელოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება მასწავლებლების მომზადების ხარისხს.

„რა თქმა უნდა, რეგიონული სკოლები იქნება უმთავრესი მიზანი ჩვენთვის, ობიექტი, რათა რეგიონულ სკოლებში მოვახდინოთ ხარისხობრივი ცვლილება საშუალო განათლებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ვერ ავუვლით გვერდს მოზარდებში ძალადობის ფაქტებს. აქ განათლების და მეცნიერების, ასევე, სამართალდამცავი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არა მხოლოდ სხვა უწყებების და მთლიანად სხვა უწყებების ჩართულობაა საჭირო, რომ ეს აგრესია რამენაირად დავაცხროთ და ახალგაზრდებს ჰქონდეთ მომავლის იმედი. ჩავრთოთ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის ფერხულში, იყოს სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. აქ ჩვენ ჩვენი პირადი მაგალითიც უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდებს. არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით, მთლიანად საზოგადოებაში აგრესიის კლების მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა